Digest Logo

შუქი მთელი დღით ჩაქრება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1700511746
შუქიშუქიშუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ჩიტაძის, ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, ვეძინის, ბათუ კრავეიშვილის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბესიკის, პაოლო იაშვილის, ბერიძის, არსენას, მესხის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ჩიტაძის, ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, ვეძინის, ბათუ კრავეიშვილის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბესიკის, პაოლო იაშვილის, ბერიძის, არსენას, მესხის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე არჩილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის და თამაზ გამყრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გადამარჩინა სიკვდილს“ - ზაურ ბედია გენერალ გენო ადამიაზე

🎥 „ზვიად გამსახურდია დღემდე ჩემი პრეზიდენტია, სხვა პრეზიდენტი მე არ მყოლია“ - ზაურ ბედია

🎥 „2 წელი და 7 თვე, დღეში 5-6-ჯერ მქონდა პანიკური შეტევები. გავახილე თვალი და აპარატზე ვარ შეერთებული“ - რას ჰყვება ნინა წკრიალაშვილი