ლალი ბადრიძე არის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ტრენერი და სპიკერი. იგი განსაკუთრებით აქტიურია პოზიტიური ფსიქოთერაპიის მიმართულებით და საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს თავისი სატელევიზიო გამოსვლებითა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული შემეცნებითი ვიდეოებით.
იგი პოდკასტის „სტუმრად ანნასთან“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე ისაუბრა:
„მე ცხოვრებამ მასწავლა ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი და ამას ხშირად ვამბობ: ის, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში იმ მომენტში, აი, თავზე დამენგრა ყველაფერი და რა ცუდია, რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად ხვდები, რომ ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ შენ იყო ის, ვინც ხარ!
ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ შენ გაიზარდო პიროვნულად. ეს არის გაკვეთილი, რომელიც სამყარომ გამოგიგზავნა და ეს გაკვეთილი გაიგო, თუმცა შეიძლება იმ მომენტში ამას ვერ მიხვდე“, - ამბობს ლალი ბადრიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: