Digest Logo

„შვილ­მა უყუ­რა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას და ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია...მა­ხინ­ჯა­უ­რის ხი­დის ქვეშ რომ გავ­დი­ვართ იქ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხე­დე­ბია და უთ­ქვამს აქ სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღო­თო“ - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული იურისტის მეგობარი?

1739795473
ნანო ცხადაია

15 თე­ბერ­ვალს მა­ხინ­ჯა­ურ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნანო ცხა­და­ი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ნანო ლი­ან­დაგ­ზე გა­და­დი­ო­და, როცა მას მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

როგორც ირკვევა ნანო ცხადაია კომპანია „სფერო ჰოლდინგში“ მუშაობდა იურისტად, პარალელურად საკუთარი საადვოკატო ბიურო ჰქონდა.

მომხდარის დეტალებს, მისი მეგობარი და „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი ambebi.ge - თან იხსენებს:

„ნანო ჩემი მე­გო­ბა­რია, ერთი ქა­ლა­ქი­დან ვართ, სე­ნა­კი­დან, ერთი ასა­კის, ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბიც ახ­ლობ­ლობ­დნენ. ნა­ნოს მამა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა ჰყავს, მი­რან­და, სე­ნა­კის ერთ- ერთ სკო­ლა­ში მუ­შა­ობს, ფი­ლო­ლო­გია. ნანო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. 

მას შემ­დეგ რაც შევ­ქმე­ნი მე­ვახ­შე­ე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ნანო გად­მო­ვი­და ჩემ­თან სა­მუ­შა­ოდ და ბევ­რი წე­ლია მოვ­დი­ვართ ერ­თად. შე­იქ­მნა ძლი­ე­რი იუ­რის­ტთა გუნ­დი და ნანო იყო მთა­ვა­რი იუ­რის­ტი. ასე და­ვი­წყეთ ამ ცუდ პრაქ­ტი­კას­თან ბრძო­ლა, რა­საც მე­ვახ­შე­ო­ბა ჰქვია. 

ნა­ნოს პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვი­სი სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მაც ჰქონ­და, იღებ­და საქ­მე­ებს და გა­მო­დი­ო­და პრო­ცე­სებ­ზე. ბა­თუმ­ში შეხ­ვედ­რა­ზე იყო წა­სუ­ლი, იქი­დან ბრუნ­დე­ბო­და ტაქ­სით, როცა ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ნა­ნოს­თან ერ­თად იყო მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მას­თან მუ­შა­ობ­და და კი­დევ ერთი იუ­რის­ტი გო­გო­ნა. კარ­გი ამინ­დი იყო, ტაქ­სით რომ მო­დი­ოდ­ნენ მა­ხინ­ჯა­უ­რის ხი­დის ქვეშ რომ გავ­დი­ვართ იქ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხე­დე­ბია და უთ­ქვამს აქ სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღო­თო.

იქ მო­ინ­დო­მა სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. ად­რეც აქვს იქ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩა­სას­ვლე­ლია ქვე­მოთ და ტაქ­სის მძღო­ლის­თვის უთხო­ვია, თუ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­ლო­დე, ჩვენ ჩა­ვალთ, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებთ და მალე დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. ტაქ­სი უნდა და­ლო­დე­ბო­და, სა­მი­ვე­ნი ჩა­ვიდ­ნენ ერ­თად ტაქ­სი­დან, მიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი შვი­ლი და კი­დევ ერთი იუ­რის­ტი ნინი, ცოტა მან­ძი­ლი რომ გა­ი­ა­რეს გო­გო­ნებს უფიქ­რი­ათ ტაქ­სის მძღო­ლი არ წა­ვი­დე­სო და გზი­დან უკან მიბ­რუ­ნე­ბუ­ლან რომ ჩან­თა აე­ღოთ მან­ქა­ნი­დან. ჩან­თის ასა­ღე­ბად ორნი დაბ­რუნ­დნენ და ნა­ნომ გზა გა­აგ­რძე­ლა, ლი­ან­დაგ­ზე მარ­ტო რომ გა­და­დი­ო­და ამ დროს და­ე­ჯა­ხა მას მა­ტა­რე­ბე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბაც და­წყე­ბუ­ლია ამ საქ­მე­ზე, რო­გორც ჩანს, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და მა­ტა­რე­ბე­ლი, დრო­უ­ლად და­სიგ­ნა­ლე­ბაც რა­ტომ­ღაც ვერ მო­ას­წრო მძღოლ­მა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და მე­მან­ქა­ნეს ეტყო­ბა და ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ახლა გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ვნა­ხოთ რა გა­ირ­კვე­ვა, უნდა გა­ირ­კვეს ხომ არ იყო გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე. ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი არის მა­ხინ­ჯა­უ­რის მა­ტა­რებ­ლის სად­გუ­რი­დან რომ მი­დის ლი­ან­და­გი ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ნამ გვი­რაბ­ში შევა მა­ტა­რე­ბე­ლი ხიდ­ზე გა­და­დის, ქვე­მოთ მან­ქა­ნე­ბი და­დი­ან და იმ ლი­ან­დაგ­ზე უნდა გა­დახ­ვი­დე, რომ აღ­მოჩ­ნდე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე.

ზა­ფხულ­ში როცა ზღვა­ზე მი­დი­ან დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ამ ლი­ან­დაგ­ზე გა­და­დი­ან ხოლ­მე. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და მე­ო­რე გო­გო­ნა, რო­მელ­ზეც შვი­ლი­ვით ზრუ­ნავ­და ხოლ­მე. ამ გო­გო­ნებ­მა აი­ღეს ტაქ­სი­დან ჩან­თა და უკან მიბ­რუნ­დნენ, ნა­ნოს­კენ მი­დი­ოდ­ნენ, ამათ­მა და­ი­ნა­ხეს მა­ტა­რე­ბე­ლი და და­უ­ძა­ხეს ნა­ნოს, რო­მე­ლიც გა­და­დი­ო­და ლი­ან­დაგ­ზე, რო­გორც გო­გო­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ამათ­კენ შე­მო­უ­ხე­დია მას, მერე მა­ტა­რებ­ლის­კენ რომ გა­ი­ხე­და, უკვე დაგ­ვი­ან­და და და­ე­ჯა­ხა. ვე­ღარ მო­ას­წრო გა­დას­ვლა.

შვილ­მა უყუ­რა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას და ორი­ვე გოგო ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. უფ­რო­სი გოგო მას­თან მუ­შა­ობ­და იუ­რის­ტად. ნანო 40 წლის არის, სამი შვი­ლის დე­დაა, ორი პა­ტა­რა ჰყავს, ჯერ სკო­ლა­ში და­დი­ან. ნანო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. თა­ვი­სი კერ­ძო კომ­პა­ნია ჰქონ­და იუ­რი­დი­უ­ლი და ამ შეხ­ვედ­რა­ზე იყო წა­სუ­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ო­და და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და კლი­ენ­ტებს. კერ­ძო და­ვებ­ზეც მუ­შა­ობ­და. ძა­ლი­ან გვატ­კი­ნა გული. მის გო­გო­ნას ჩვენ­თან და­ვა­საქ­მებთ. ცხე­და­რი სე­ნაკ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. მის სახ­ლში. ძა­ლი­ან კარ­გი დედა ჰყავს, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი და ვუ­სამ­ძიმ­რებ მას და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც ასე ძვირ­ფა­სი იყო ნანო. სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად ვერც მი­ვი­და, ლი­ან­დაგ­ზე უნდა გა­და­სუ­ლი­ყო და მა­შინ და­ე­ჯა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი. წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი“, - ჰყვება გიგა წულეისკირი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მხოლოდ ორი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს...“ - ვინ არის ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის პროგრამისთვის შეარჩიეს?

🎥 როგორ მუშაობს მეხსიერება? - ფსიქოლოგის განმარტება

⭕ „ლივერპული მზად არის, ამ ზაფხულს ალისონს გამოეთხოვოს, რაც გიორგი მამარდაშვილს გზას უხსნის“ - ბრიტანული მედია