ფოტოგრაფმა დანტესმა რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 12 წლის ბიჭმა თავის ფული, რომელიც ყულაბაში ჰქონდა შეგროვებული, მოხუცთა თავშესაფარს გადასცა.
აღნიშნულ ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ბიჭს ბევრმა ცნობილმა სახემ გაუგზავნა საჩუქარი.
🎥 „გიოს ვიდეო კვარამ ნახა და საჩუქარი გამოგვატანა…” - დანტესი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
„დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც 12 წლის გიორგის, მის მეგობრებს და ოჯახს უფრო ახლოდან გვაცნობენ.
როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, მისი ოცნებაა გახდეს ცნობილი კალათბურთელი.
„კალათბურთზე მამამ შემიყვანა და ძალიან მომწონს, ჩემი სიცოცხლის წყაროა კალათბურთი.
მომავალში მინდა კარგი კალათბურთელი გავხედე და ყველამ შემიყვაროს, ასევე მინდა ისეთი დაწესებულება გავხსნა, სადაც უფასოდ ასწავლიან კალათბურთს და ასევე გავხსნა დაწესებულება, სადაც დავეხმარები მოხუცებს“, - ამბობს გიორგი ბექალაძე.
უფრო ვრცლად ნახეთ სიუჟეტი 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დედას უფრო ჰგვანან თუ მამას?“ - ბერა ივანიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„მელანიას ლუქი, 10-დან 10 ქულა“ – ნინო ნადირაძე დონალდ ტრამპის მეუღლეზე