Digest Logo

„სიმართლე, რომ გითხრათ არ მჯეროდა, რომ მოვიგებდით... მთელი სტრატეგია იყო აგებული“ - გიორგი ნემსაძე

1719481633
გიორგი ნემსაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გიორგი ნემსაძემ გადაცემა „იმედის დილაში“ პორტუგალიასთან მატჩის მოგების შემდეგ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა.

„არ ვიცი ემოციებით ძალიან მიჭირს საუბარი. ერთადერთი, რაც მახსოვს საყურებლად ვემზადებოდი, როგორც წესი მეგობრებს ერთად უნდა გვენახა, თუმცა არც ერთი არ მოვიდა. წინათგრძნობა იყო თუ არ ვიცი, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ მერვედ ფინალისთვის უნდა გვეყურებინა. ლოჩოშვილის დამსახურებით, რომ პენალი დაინიშნა და მანამდე გაგრძელდა თამაში მერე კი გაჩერდა, მაშინ ვევედრებოდი ღმერთს, რომ პენალი ყოფილიყო. მთელი სტრატეგია იყო აგებული მოგებისთვის. სიმართლე, რომ გითხრათ არ მჯეროდა, რომ მოვიგებდით. ეს იყო დიდი ზეიმი. გამოვედი ქუჩებში და ხალხთან ერთად ვზეიმობდი“, - აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა მშვენიერი და ძლიერია გამარჯვებული საქართველო...“ - გია მურღულია ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

⭕ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა

⭕CNN: გელზენკირხენში ისეთი ღრიალი გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში