ჯგუფ „ურსას“ ვოკალისტი, გიორგი ძოწენიძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც შემოქმედებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სიმღერა ადამიანების გულებს უნდა სწვდებოდეს:
„ბევრად მნიშვნელოვანია ის, რამდენად ბევრი ადამიანი მოვა შენ კონცერტზე და რამდენი ბილეთი გაიყიდება. ეს არის ზუსტად შედეგი იმისა, რამდენად გულში ჩასწვდი მსმენელს. თუმცა აღმოჩნდა, რომ „იუთუბიზეც“ ჩვენი სიმღერები ტოპ ათეულში მოხვდა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მსმენელს.
სიმღერის წერის დროს პირველ რიგში ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ უნდა იყოს ჩვენ გულში მყარად. ჩვენ პრინციპებს უნდა ეთანხმებოდეს და ხელს არ უშლიდეს. უნდა ჩავიდეს ადამიანის გულამდე და ძალიან დიდი ხანი უნდა დაამახსოვრდეს ადამიანს. თუ ეს გამოგვდის მაშინ სიმღერა წარმატებულია“, - აღნიშნა გიორგი ძოწენიძემ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისის მოსახლეობა დამოუკიდებლობის შემდეგ - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის დემოგრაფია
⭕ წაიკითხეთ ეს მადლიერება გულით: ეზოთერიკოსი დედამიწის საერთაშორისო დღეზე წერს
⭕ „თქვა უგუნურმა გულსა შინაა თვისაა — არ არისო ღმერთი“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე