
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქართული ეშხი“ - მარიამ შენგელიას ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა
🎥 „თუ სიგიჟეა, ბოლომდე სიგიჟე უნდა იყოს“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი