ბიოეთიკა არის ეთიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჩარევას სიცოცხლეში, ბიოლოგიასა და მედიცინაში წამოჭრილ მორალურ და ზნეობრივ პრობლემებს. ის იკვლევს ისეთ რთულ მორალურ და სამართლებრივ დილემებს როგორიცაა: ევთანაზია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია და გადანერგვა, გენეტიკური ინჟინერია და კლონირება, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა, რეპროდუქციული ტექნოლოგიები და კლინიკური კვლევები.
ათენის იოანე კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი, სისტემური თეოლოგიის, ქრისტიანული ეთიკისა და ბიოეთიკის მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო საძაგლიშვილი პოდკასტის „წყობილსიტყვა“ სტუმარი იყო, სადაც სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ქართულ ტრადიციულ წარმოდგენებზე, ინვიტროგანაყოფიერებაზე, სუროგაციაზე, ევთანაზიაზე, ქართული მედიცინის ისტორიასა და კარაბადინებზე ისაუბრა:
„ზოგადად, სიტყვა ევთანაზია ნიშნავს: „ევ“ (კეთილი, კარგი) და „სანაშია“ (სიკვდილი), ანუ კეთილად, უმტკივნეულოდ მოკვდინება. ჩვენ არ ვიცით რამდენად უმტკივნეულო და მარტივია სიკვდილი იმიტომ, რომ იქ მთელი სისტემების გათიშვაზეა ლაპარაკი, ბუნებრივია და დამამშვიდებელიც კეთდება, ანალგეტიკები კეთდება, მაგრამ მაინც ჩვენ ადამიანში არ ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს, უბრალოდ, იგულისხმება დამამცირებელი, მტკივნეული სიკვდილისგან თავის დაღწევა, თუმცა აი, საუბრის დასაწყისში, როგორც ვახსენე, აქ უკვე იცვლება ორიენტირები, ქრისტიანებისთვის ტკივილის ფენომენი აღიქმება სხვაგვარად, მედიცინაში აღიქმება სხვაგვარად, შესაბამისად ვერ გავუთანაბრებთ ამ მიდგომებს ეკლესიის და თანამედროვე მედიცინის ერთმანეთს.
თუ ქრისტიანობაში, მაგალითად, ტკივილის დათმენა არის ღვაწლი, შეიძლება მედიცინაში აღიქმებოდეს, როგორც ადამიანის პიროვნების მოშლად, მისი ღირსების შელახვად და მძიმე ტკივილებზეა აქ საუბარი, ამიტომ ვერ გავუთანაბრებთ.
რაც შეეხება პასიურ და აქტიურ ევთანაზიას:
პასიური ევთანაზია არის საჭირო მედიკამენტების შეწყვეტა, პაციენტის თანხმობით ან ახლობლების და მისი მიშვება ნებაზე, ვიდრე არ გაილევა მისი სიცოცხლის ციკლი და აპარატიდან გამორთვა არ იგულისხმება, ცხადია, გონზე მყოფ ადამიანს შევუწყვეთ საჭირო მედიკამენტებს და შესაბამისად, მერე ვზრუნავთ მის პალიატიურ მოვლაზე, ბოლო დღეების ხარისხის შენარჩუნებაზე, ტკივილის მოხსნაზე, ცნობიერების შენარჩუნებაზე, როგორც შეგვიძლია, ახლობლებთან ყოფნაზე და ასე შემდეგ და ეს არ ითვლება აკრძალულ, კრიმინალურ საქმედ.
აქტიური ევთანაზია უკვე არის ინექციის მეშვეობით მოკვდინება ადამიანის და აქტიურად ჩარევა მის სასიცოცხლო ციკლში და ითვლება, რომ არ არის დაშვებული, არალეგალურია, როგორც საბერძნეთში ისე საქართველოში. ისჯება 5 წლამდე პატიმრობით.
აქედან მივდივართ გვამური დონაციის დილემასთან ტრანსპლანტოლოგიაში. გვამური დონაცია ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალურად იგულისხმება კლინიკურ კომაში მყოფი ადამიანებისგან სასიცოცხლო ორგანოების მიღება და ვგულისხმობ, სასიცოცხლო ორგანოც, ერთი ორგანო ვთქვათ არა ან თირკმელი ან ფილტვი, არამედ გულ-ღვიძლი და ასე შემდეგ და სხვათა შორის, ეს პაციენტებისთვის პრობლემაა, ეკლესიისთვისაც პრობლემაა და პაციენტებისთვის იმ კუთხით არის პრობლემა, რომ მაგალითად, წლობით ელოდებიან უცხოეთიდან დონორს ღვიძლის ან გულის და ძალიან ღრმად თუ ჩავუფიქრდებით, ცოტა სათუთი საკითხია, ფაქტობრივად და ღიად რომ ვთქვათ, ელოდები დონორს, ნიშნავს, რომ ელოდები ვიღაც ავარიაში მოჰყვეს, ჯანსაღი ორგანოს მქონე ადამიანი, ვინც დაიღუპება, ანუ სხვის გარდაცვალებას ველოდები, რომ ჩემი შევინარჩუნო და ეს მდგომარეობა პაციენტისთვის ძალიან მძიმეა“, - ამბობს ნინო საძაგლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: