მთავარია 3 რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე - მღერის ვახტანგ ტატიშვილი და ეს სიტყვები ცხოვრებისეულ კრედოდ აქცია.
დღეს, 25 ნოემბერს იუმორისტს, მომღერალს დაბადების დღე აქვს. იგი 84 წლის გახდა.
ვახტანგ ტატიშვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. ახლობლები მას დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებენ:
„ჩემო საყვარელო ძმობილო, ვახტანგ. გილოცავ დაბადების დღეს, კიდევ ერთხელ სახალხოდ გიხდი მადლობა გვერდით დგომისთვის, ჩემი დიდი განსაცდელის დღეს“.
„გილოცავ უმაგრესო ადამიანო იუბილეს. კიდევ დიდხანს უნდა იყო ჯანმრთელი და გახარებული. მიყვარხარ, ვახო ნათლია“.
„გილოცავ ბაბუ იუბილეს! იხარე შენს საყვარელ ხალხთან ერთად“.
„გილოცავთ ბატონო ვახო! იხარეთ და იდღეგრძელეთ, მრავალჟამიერ! სიყვარული, სიკეთე და სილამაზე დაგბედებოდეთ! წელთა სიუხვე და უდიდესი ბედნიერება“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ: