Digest Logo

„თქვე უნამუსოებო, ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადროთ! ბოროტებაა ეს, სხვა არაფერი“ - ირაკლი ლომაია ინფლუენსერებს მიმართავს

1764055117
 ირაკლი ლომაია

ქართველი მოგზაური და მსახიობი ირაკლი ლომაია, რომელიც კანადის მოქალაქეა და უმეტესწილად იქ ცხოვრობს, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ბლოგერებს, ინფლუენსერებს და ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვინც გარკვეული თანხების სანაცვლოდ კონკრეტულ პროდუქტებს არეკლამებენ:

„ყველა ბლოგერს, მოგზაურს, ინფლუენსერს, მსახიობს და სხვას - ვინც ფულის გამო თქვენს გამომწერებს ყალბ და უხარისხო რეკლამებს ტენით გრცხვენოდეთ!

ერთი ძალიან ცნობილი ბლოგერის რეკლამაზე შევიძინე მისი დარეკლამებული პროდუქტი, რომელიც იმდენად კატასტროფა იყო, საერთოდ ახლოს არ იყო რეალობასთან, ანუ?

მე ამ პროდუქტში გადავიხადე 380 ლარი! ე.ი მომატყუე? ფულის გამო შენს გამომწერებს ატყუებ? ეს უკვე თაღლითობაა და კანონი უნდა გსჯიდეს!

ამ დრომდე არასოდეს დამიდვია ყალბი რეკლამა! ამ დრომდე არასოდეს ამიღია ფული ისეთ რეკლამაში, სადაც ვიცოდი, რომ ყალბს მტენიდნენ და ეს სიყალბე მე თქვენთვის ლამაზად უნდა შემეტენა! ამ დრომდე ბევრი მთავაზობს და მეუბნება „დაიკიდე, შენ რეკლამა გაგვიკეთეო“ - არასოდეს გავაკეთებ ამას, მეტიც დღემდე ორი თვეა ვტესტავ საკუთარ თავზე ერთ რეკლამას, რომელიც საზოგადოებას უნდა გავაცნო მალე და ამას ზუსტად იმიტომ ვტესტავ და თავად ვსვამ ამ პროდუქტს, რომ მივხვდე ნამდვილად კარგია და ხალხს არ მოვატყუებ!

თქვე უნამუსოებო, ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადროთ!

კეთილი თუ ასეთ საქციელს არ შეწყვეტთ და თქვენ დარეკლამებულ პროდუქტს მე შევიძენ - შემდგომში აუცილებლად ჩავწერ აღნიშნულ პროდუქტზე ვიდეოს და გავაცნობ თქვენს სიყალბეს ჩემს გამომწერებს!

ბოროტებაა ეს, სხვა არაფერი!“, - წერს ირაკლი ლომაია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს დღე ძლიერი ემოციური გადატვირთვაა...“ - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც 25 ნოემბრიდან დიდი ხნის უნახავ ბედნიერებას განიცდის

„ყოველდღე მენატრები, ჩემო პატარა“ - ილია თოფურია ჯორჯინას მიმართავს

„შენს შვილიშვილებს ვერ ვუხსნი როგორი დიდი იყავი, სიტყვად როგორ გაქციო... მენატრები“ - ნანუკა გულუა გარდაცვლილ მამაზე