პარიზის ოლიმპიადაზე დაძაბული შეხვედრა სანდრო ბაზაძესა და მის მოწინააღმდეგეს შორის ანგარიშით 14:15 დასრულდა. სადავო ეპიზოდი, სადაც ეგვიპტელს გამარჯვების მომტანი ქულა მიენიჭა, ქართველმა სპორტსმენმა იქვე გააპროტესტა, თუმცა, ეს მსაჯების გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ გამხდარა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გადაცემის „ლაი-ლაი“ სტუმარი იყო, სადაც მან ოლიმპიადის შიდა სამზარეულოზე ისაუბრა.
„ბევრი ქვეყნიდან მქონია შემოთავაზება, შემეძლო მქონოდა უკეთესი პირობა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მადლობა, რომ საქართველოში დღესდღეობით დაფასებულები ვართ. ქართველი ერი ისე გიდგაას გვერდში ჭირშიც და ლხინშიც, რომ მაგრძნობინებს არ უნდა დავნებდე.
ის მეწყინა, რომ ვიბრძოლე, გავაკეთე, დავანახვე ოლიმპიურ ჩემპიონატს, რომ სუფთად მივედი და ვიშრომე იქ მისვლისთვის და ასე მოხდა. ამ მსაჯს ბევრჯერ აქვს ნამსაჯები და არ იყო სხვა თამაშებზე კორექტული, ამიტომ ვიგრძენი თავიდანვე სტრესი.
სხვა მსაჯების 80% იძახის, რომ ეს რა გიქნესო“, - ამბობს სანდრო ბაზაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ უნდა აარიდოთ თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს კვირის დღეების სწორად დაგეგმვით