Digest Logo

🎥 „სკოლის ასაკში ვიყავი არაქალური, მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, შენგან „დეითზე“ მოსიარულე ქალი არ გამოვა -მეთქი...“ - ნანუკა გულუა პირველ პაემანს იხსენებს

1777580650
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა.

ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.

ნანუკა გულუა გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც თავისი პირველი პაემანი გაიხსენა:

„ზუგდიდში დავამთავრე სკოლა. სკოლის ასაკში ვიყავი არაქალური და მაშინვე შევუძახე ჩემს თავს და ვუთხარი, შენგან „დეითებზე“, პაემნებზე მოსიარულე ქალი არ გამოვა ჩემო ნანუკა -მეთქი, შენზე შეყვარებული და გულწასული ბიჭები არ იქნებიან ამ ცხოვრებაში -მეთქი. ამ მითოლოგიით შეიქმნა ჩემი კარგი ხასიათი. ამაზე გავაკეთე აქცენტი.

რაღაც ასაკის მერე, რომ ვიმუშავე საკუთარ თავზე, ჩავჯექი სილუეტში, რომ ცუდი გოგო არ ვიყავი, მერე კი ვიყავი პაემანზე.

როგორი იყო ჩემი პირველი პაემანი? ხორხოცი, სიცილი, დედა რა გოგო ხარ, ვაფრენ, ვგიჟდები, გართობა, კიდევ მინდა შენი ნახვა და ფინალი იყო, გაგაცნობ შეყვარებულსო“, - ამბობს ნანუკა გულუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტრაგიკული ისტორია მაქვს, გამომიქანა ხელი და მთხლიშა სახეში...“ - გია ჯაჯანიძე პირველ სიყვარულს იხსენებს

🎥 „მთელს პლანეტაზე საუკეთესოა✨“ - მატილდა გვარლიანის ახალი კადრები სოცქსელიდან

„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული ღამეა, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს...“ - მინეროლოგი ვალპურგის ღამეზე