Digest Logo

„სოფელს აღარ ჰყავს, ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთითა და ადამიანობით გამორჩეული...“ – ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ქუთაისში, მდინარე რიონში დაიხრჩო

1746890235
სალომე ბერაძე

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მცხოვრები სალომე ბერაძეა.

„სოფელს აღარ ჰყავს, ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთითა და ადამიანობით გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი, სალომე ბერაძე.

სალომემ ტრაგიკულად დატოვა ეს წუთისოფელი. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც ამ მძიმე ამბის შემდეგ განვიცდით. ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის სახელით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ სალომეს მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სოფელ ხიდარს. მარადიული ხსოვნა მის ნათელ სულს”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი 9 მაისს იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვფიქრობ საიდან ამაგდეს...ირაკლის უარი ვუთხარი თავიდან...“ - იმერ და ირაკლი კავსაძეები პროექტ „მიმღერეზე“

 „დაასრულეთ წარსულში დარჩენილი საქმეები და იფიქრეთ განახლებაზე...“ - გიორგი ლობჯანიძე 12 მაისის სავსემთვარეობაზე

⭕„საოცარი კადრებია...“ - რუსა ჩაჩუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს