Digest Logo

🎥 „სოფლის ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს, აქ დილა სხვანაირად თენდება“ - შრომისმოყვარე მეცხვარე ბიჭის ამბავი

1750144765
ილო მახარაშვილი

25 წლის ბიჭის ილო მახარაშვილის შესახებ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდა სიუჟეტი მოამზადა, იგი შრომაზე შეყვარებული მეცხვარე ბიჭია, რომელიც საგარეჯოს რაიონი სოფელი წყაროსთავიდან არის.

ილო მახარაშვილი დიდი ოჯახიდანაა, რომლის ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. სოფელში ცხოვრება ახალგაზრდა ბიჭისთვის შრომასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული. მისი განმარტებით, მოსავლის გემო სრულიად განსხვავებულია, როცა იცი, რამდენი შრომა ჩადე მასში.

„მყავს დიდი ოჯახი, ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის მეძროხეობა და მეცხვარეობა. ყველაფერი ჩემმა პაპამ ერთი ცხვარით დაიწყო და დაგვიტოვა 2000 სული ცხვარი და 300 ძროხა. 

სოფლის ცხოვრება განსხვავდება ქალაქის ცხოვრებისგან, სხვანაირად იწყება აქ დილა. როცა თენდება მიხარია სახლიდან გასვლა და ფერმაში წასვლა - შრომა, სხვა ხალისი აქვს აქაურობას, მიყვარს მიწასთან ურთიერთობა, შენ ნაწვალებს სხვა ფასი აქვს, როცა წლიდან წლამდე ელოდები მოსავალს“, - ამბობს ილო მახარაშვილი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იქროლებს ძლიერი ქარი…“ - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

⭕ვინ არის ნინა „დრამა“ და რა აკავშირებს სინამდვილეში მერაბ დვალიშვილთან?