Digest Logo

ვინ არის ნინა „დრამა“ და რა აკავშირებს სინამდვილეში მერაბ დვალიშვილთან?

1750142714
ნინა დრამა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. 34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.

მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, იგი UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შე­სა­ხებ გასართობ კონტენტს ქმნის. 

ნინას და მერაბის ეს ახლო კავშირი და საზოგადოებაში კითხვებს აჩენს, ზოგს ისინი წყვილი ჰგონია, ვისაც არ ჰგონია უნდა რომ წყვილი იყოს და ა.შ. თუმცა ყველაფერი სხვანაირად არის...

ვინ არის ნინა დრამა და რა აკავშირებს სინამდვილეში მერაბ დვალიშვილთან?

ნინა მარი დანიელი, ცნობილია როგორც „ნინა დრამა“, ის ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია, რომელიც ქმნის სხვადასხვა გასართობ კონტენტს MMA-ს შესახებ. ის და მერაბ დვალიშვილი მეგობრები არიან და მათ ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმა შონ ო'მალის დაამარცხა, ნინამ დაწერა: „შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ“.

ნინა მარი დანიელი ამერიკელი მოდელი, სოციალური მედიის ინფლუენსერი და კონტენტის შემქმნელია. იგი დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს, ნიუ-იორკში. ნინამ კოლეჯში ისწავლა კრეატიული წერა. მოდელობა დაიწყო 2011 წელს და 2017 წლის აპრილში გახდა Playboy-ის მოდელი. ამჟამად, წინა ცხოვრობს კალიფორნიაში და აქტიურად ქმნის კომედიურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, განსაკუთრებით Tik Tok-ზე და Instagram-ზე აქტიურობს, სადაც მას მილიონობით გამომწერი ჰყავს.

ნინა „დრამა“ ხშირად თანამშრომლობს UFC-ის მებრძოლებთან, მათ შორის მერაბთან. მათ ერთად შექმნეს რამდენიმე ვიდეო, სადაც მერაბი ნინას ასწავლის საბრძოლო ხელოვნების ტექნიკებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ ნინასა და მერაბს შორის რომანტიკული ურთიერთობაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, მათ აკავშირებთ მეგობრობა. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by NINA DRAMA (@ninamariedaniele)

ასევე როგორც ცნობილია ნინა დრამას ჰყავს რჩეული, ჟანელ კასტილიო, კრეატიული დირექტორი, მოდელი და ფოტოგრაფი. წყვილი 2010 წლიდან ხვდება ერთმანეთს, თუმცა ისინი ჯერ არც დანიშნულები არიან და არც დაქორწინებულები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იქროლებს ძლიერი ქარი…“ - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

🎥 „კარგი იქნება თუ ფინანსებს გადახედავთ, შეიტანეთ ცვლილებები“ - 17 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან