ოჯახი დაკარგულ 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებს.
არსებული ინფორმაციით, ბოლოს ახალგაზრდა ბათუმში იმყოფებოდა.
„ვეძებთ ლევან ფირცხალაიშვილს.
მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მცირე ინფორმაციაც კი ძალიან დაგვეხმარება.
ბოლო მონაცემებით, იმყოფება ან გადაადგილდება ბათუმში.
თუკი ვინმემ ბოლო დღეებში სადმე დაინახეთ, შეამჩნიეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფლის შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ.
გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფეხბედნიერი იყოს საბუკა შენი მობრძანება“ - მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად საქართველოშია
🎥 როგორ შევინახოთ პური ზაფხულში? - კვების ტექნოლოგის განმარტება