24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზედაც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი. შემთხვევა ბაღდათში მოხდა.
ძაღლის მპოვნელმა Facebook-ზე დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც, ძაღლი საოპერაციოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამბობენ, რომ ცხოველზე აშკარაა ძალადობის კვალი, რომელიც ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ასევე, სხეულზე აქვს ჭრილობები და ნატყვიარი.
მიუხედავად სამედიცინო რეაგირებისა, ძაღლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ უმღერებს მუნიციპალიტეტებს საახალწლოდ - სია
ბათუმში ძლიერმა ქარმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა
წყარო: formulanews.ge