მსახიობი დავით კვირცხალია, რომელიც საზოგადოებამ არა ერთი ფილმიდან და სპექტაკლიდან შეიყვარა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა.
გადაცემაში დავით კვირცხალიამ გაიხსენა კოლეგა, ტრისტან სარალიძეც, რომელთანაც დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს. მისი თქმით, აწ უკვე გარდაცვლილი მსახიობის მძიმე დიაგნოზზე გვიან შეიტყო:
„სამწუხაროდ სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ წელს აღარ დაიდგმება, რადგან ტრისტან სარალიძე გამოაკლდა ჩვენ გუნდს. ამ სპექტაკლს ვთამაშობთ 2006 წლიდან და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტრისტანამდე კიდე ორი-სამი მსახიობი გარდაიცვალა. ყველაფერს თვისი დრო და პოლიტიკა აქვს, რაღაცები შეიცვალა.
არ მითხრა და არ ვიცოდი მისი სენის შესახებ. ერთხელ მახსოვს კლინიკიდან მოვიდა ექიმებმა ასე მითხრეს - რა კარგი ბიჭი ხარ დროზე მოხვედიო. თურმე მეოთხე სტადია ჰქონია. რატომ ამბობდა ასე არ ვიცი. ყველას ეუბნებოდა რომ კარგად იქნებოდა. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი წაიღო. ძალიან კარგი და ნიჭიერი მსახიობი იყო. სცენური კაცი იყო. მწყემსიდან დაწყებული ლორდით დამთავრებული ყველაფერს ათამაშებდი. როგორც სცენაზე ისე კინოში შესანიშნავი მსახიობი იყო“, - გაიხსენა დავით კვირცხალიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოხეტიალე...“ - ევა ბარბაქაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 წონის კლების 5 საიდუმლო - ექიმ კოტე თოდუას რჩევები
⭕„სასიამოვნო დასვენება...“ - რუსკა ქარქაშაძე მალტაზე მოგზაურობს