Digest Logo

სფეის სწრაფი სესხის 9 უპირატესობა

1619681307
სფეის სწრაფი სესხის 9 უპირატესობა

სწრაფი სესხი სფეისში

გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება შენს ფინანსებს, მარტივი არ არის. უნდა მოიძიო ბანკი, გადააფასო სხვადასხვა  შეთავაზება, აწონ-დაწონო პირობები და კრიტერიუმები, რაც დამეთანხმები, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ამ ბლოგში გაეცნობი სფეისის სწრაფი სესხის 10 უპირატესობას, რის შემდეგაც, იმედი გვაქვს, გადაწყვეტილების მიღება უფრო გაგიმარტივდება.

როდის შეიძლება დაგჭირდეს სფეის სწრაფი სესხი?

სიახლე არ არის ის, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ყოველდღიურობა ისე სწრაფად იცვლება, აუცილებელია ახლად გამოჩენილი პრობლემების სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარება, ისე რომ აიცილო თავიდან ყველანაირი დისკომფორტი და პრობლემის მოგვარების პროცესიც არ გაიწელოს.

რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს...

  • შვებულებიდან დაბრუნდი და მიხვდი, რომ შემდეგ ხელფასამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი
  • რემონტი დაიწყე და მიხვდი რომ გაწერილი ბიუჯეტი თვალსა და ხელს შუა იზრდება.
  • სოციალურ ქსელში სქროლავდი და აღმოაჩინე რომ ზუსტად იმ ტელეფონზე, რომელიც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ გაშინებდა, დიდი ფასდაკლებაა.

მოკლედ, შენ უკეთესად იცი რაში შეიძლება დაგჭირდეს თანხა და რა ოდენობით, შესაბამისად სესხის ოფიცერთან სტანდარტული ტექსტის გავლა არ მოგიწევს, რადგან სფეისში მიზეზებს არ გეკითხებით. მხოლოდ ჩვენი მხრიდან გეტყვით 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიო სფეის სწრაფი სესხი.

1. სწრაფი სესხი 24/7-ზე - კვირის ნებისმიერ დღეს

ადგილმდებარეობასა და დროს მნიშვნელობა არ აქვს, სადაც არ უნდა იყო, მოითხოვე სესხი, მთავარია გქონდეს წვდომა ინტერნეტთან.

2. წინსწრებით დაფარვა გადაწყვიტე? - არ გადაიხდი საკომისიოს თუ მიხვდი რომ სესხის წინსწრებით დაფარვა შეგიძლია, ამის გამო სფეისში არ ჯარიმდება.

3. არანაირი დაფარული საკომისიო

ჩვენ არ გვიყვარს დაფარული საკომისიოები, ამიტომ დაზღვევის, გატანისა და მსგავს უცნაურ საკომისიოებს არ გადაიხდი.

4. შემოსავლების დადასტურება თითის ერთი დაჭერით სფეის აპლიკაციიდან გაუსვლელად შეგიძლია წამებში დაადასტურო შენი შემოსავლები, სრულიად ავტომატურად.

5. სფეის ბარათი არ გაქვს? - დაისვი სწრაფი სესხი ნებისმიერი ბანკის ბარათზე

თუ სფეის ბარათი ჯერ არ გაქვს, შეგიძლია მიუთითო შენთვის სასურველი ნებისმიერი ბანკის ბარათი და თანხა, სესხის დამტკიცების შემდგომ, იქ დაგერიცხება.

6. სწრაფი სესხი - 30 წამიდან 5 წუთში დაგიმტკიცდება

თუ რიგში დგომა, ლოდინი და ზედმეტი თავის ტკივილის არიდება გსურს, დრო დაინიშნე და სწრაფი სესხის დამტკიცების შემდგომ, თანხა მაქსიმუმ 5 წუთში შენს ბალანსზე აისახება.

7. აირჩიე გადახდის დღე და ფულის ოდენობა შენი სურვილისამებრ მოარგე გადახდის გრაფიკი შენი ცხოვრების ინდივიდუალურ ტემპს და აირჩიე ზუსტად იმდენი თანხა, რამდენიც იმ კონკრეტულ მომენტში გჭირდება. თუ მიხვდი რომ სესხის დამატება კიდევ დაგჭირდა, მარტივად მოახერხებ ამას ჩვენი აპლიკაციიდან.

8. სრულიად ციფრული სესხი

სწრაფი სესხის აღება შეგიძლია დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად, რაც მთავარია არ მოგიწევს ფილიალებში სირბილი და სესხის ოფიცერთან უხერხული საუბრების გავლაა.

9.სფეისში აღებული სწრაფი სესხი საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად არ აისახება. ონლაინ სესხი ხომ მაინც ბანკის სესხია, უბრალოდ ყველაზე სწრაფი და მარტივი.

გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს.

თუ სხვა ბანკის სესხის პირობებთან შედარების შემდგომ, შენი არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეჩერდება, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლიუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.