Digest Logo

🎥 „სქესი ძალიან პატარა ვადაზე გავიგე, ჯერ არ მინდოდა თქმა, მაგრამ ხალხი გავანაწყენეთ“ - მარიტა ჯანაშია მეორე შვილის მოლოდინზე

1764682438
თემო საჯაია

მომღერალ თემო საჯაიასა და ტელეწამყვან მარიტა ჯანაშიას წყვილს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია, კარგად იცნობს. თემომ მარიტას ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და მათი კადრები დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა სოციალურ ქსელებში. 

წყვილის ცხოვრებაში ახლა განსაკუთრებული პერიოდია - ისინი დიდი სიხარულის, კიდევ ერთი შვილის მოლოდინში არიან. ისინი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდნენ, სადაც კარიერასა და ოჯახზე ისაუბრეს:

„სქესი გავიგე იმდენად პატარა ვადაზე, დაზუსტებით არ ამბობენ ხოლმე ამ დროს. არ მინდოდა ჯერ თქმა რომ ნამდვილად ბიჭია ან გოგოა, მაგრამ ხალხი გავანაწყენეთ. მქონდა საშინელი ტოქსიკოზი რამდენიმე თვე, მაგრამ ახლა კარგად ვარ. 4 თვის ორსული ვარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

მახსოვს ხელი რომ მთხოვა, მაგ პერიოდში მივანიშნებდი ხოლმე თემოს, აი თითზე ბეჭედი არ მიკეთია-მეთქი. სიურპრიზები კი მიყვარს, მაგრამ ძალიან ფორმალობები და რაღაცების მოწყობები ჩემი არ არის. მაშინ თემოს ვუთხარი, რომ ტელევიზიაში არ მთხოვო ხელი მეთქი და მართლა ეთერში მთხოვა ხელი“, - ამბობს მარიტა ჯანაშია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕5 ნიშანი, რომელსაც დეკემბერში, ფინანსური ზრდის შანსი მიეცემა

🎥 „პროექტის დატოვებას გულის დაწყვეტა თან ახლავს, ყველაზე რთული ჩემთვის კოსტიუმის მორგება იყო“ - რუსუდან ბოლქვაძე „ვინ ვინ არის“ პროექტზე

🎥 „ვთვლიდი, რომ ეს ელიტარული რაღაც იყო და ამასობაში ცხოვრებაში ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას“ - ზალიკო ბერგერი ალკოჰოლდამოკიდებულებაზე