„იმედის“ მაყურებელმა დღეს, 2 დეკემბერს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მეოთხე ეპიზოდი, დუეტების ტური იხილა.
ამ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 7 თოჯინა, ლაზიერი, ქურუმი, ფარშევანგი, მინოტავრი, ბროწეული, სიმინდი და დელფინი, წინა სეზონების თოჯინებთან ერთად წარდგნენ. მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: მინოტავრი, ბროწეული, ფარშევანგი, ლაზიერი, ქურუმი, შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან - სიმინდი და დელფინი ჟიურიმ მეგაშოუში სიმინდი დატოვა.
დელფინის ნიღაბი რუსუდან ბოლქვაძეს ჰქონდა მორგებული.
რუსუდან ბოლქვაძე „იმედის დღის“ სტუმარი იყო, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრა:
„პროექტის დატოვებას გულის დაწყვეტა თან ახლავს. ყველაზე რთული ჩემთვის კოსტიუმის მორგება იყო.
პროექტში მონაწილეობის მიღებაზე მარტივად დამითანხმეს. დიდი ინტრიგა დევს ამ პროექტში სულ გაინტერესებს ვინ არის და ვინ მოიხსნის ნიღაბს. კოსტიუმების შექმნა ეს არის ურთულესი და მადლობა მათ. რეპეტიციებზე როცა დავდიოდი სახლში ვამბობდი, რომ კოსტიუმების რეპეტიციაზე დავდიოდი და არ გამდიოდა მაინცდამაინც ტყუილი“, - ამბობს რუსუდან ბოლქვაძე.
ცნობისთვის, მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 10 ახალი თოჯინათი. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: