Digest Logo

„სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს პარტნიორის გარეშე, ძალიან მინდა, ვინმე მიყვარდეს“ - რას ამბობს „მასტერი“

1753552032
მასტერიმასტერი

მასტერის „უცნობი მხარე"👇 

– ვინ არის მასტერი?

მასტერი: მასტერი არის ისეთი, როგორიც საკუთარი კარიერის დასაწყისში იყო: უზომოდ შეყვარებული მუსიკაზე, უზომოდ შეყვარებული ურთიერთობებზე, შეყვარებული სიყვარსულის მიღებასა და გაცემაზე, რაც პროფესიულ ჭრილში მსმენელებთან ემოციების გაცვლითა და სიახლოვით გამოიხატება. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი და ვარ ჩემს მსმენელთან. დღემდე ვრჩები იმ მოღიმარ ბიჭად, რომელიც ვიყავი 15 წლის ასაკში, როდესაც ვიწყებდი ამ საქმეს. როცა ჩემთან მოდიოდნენ და ფოტოს გადაღებას მთხოვდნენ, უბედნიერესი ვიყავი, დღემდე ისეთივე ბედნიერი ვარ მსგავს მომენტებში. უზომოდ მიყვარს ჩემი მსმენელი. ასევე, ვარ ცოტა სევდიანი ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდა, რომ საკუთარი სიყვარული იპოვოს.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ალბათ, ვცხოვრობ ჩემი საოცნებო ცხოვრებით. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ როდესაც ძვირფასი ადამიანები ჯანმრთელები არიან, როდესაც ერთგული მეგობრები გყავს, აკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს, ეს დიდი ბედნიერებაა. ალბათ, კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მექნებოდა ის ერთადერთი რამ, რის გამოც ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტების მშურს, ანუ, მათი, ვინც საკუთარი საქმით მოიპოვებენ დიდ ფინანსებს და არ სჭირდებათ იმაზე ფიქრი, რაზედაც მე, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ მუსიკის პარალელურად, ხომ არ მეცადა ბედი ბიზნესში, რომ ფინანსური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა და ჩემი შემოქმედებითი მასშტაბები გამეზარდა. ხალხის სიყვარულს ვერანაირი ფული ვერ გადაწონის. უცხო ადამიანები რომ გესალმებიან, სითბოს არ იშურებენ, სხვა ქვეყნებიდან გწერენ, ამას რა თანხა უნდა გერჩივნოს, მაგრამ ამის პარალელურად, შენივე საქმე ფინანსური სიმყარის საშუალებასაც რომ გაძლევს, ზუსტად ეს არის ჩემთვის საოცნებო.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს პარტნიორის გარეშე, რომელიც ძალიან გიყვარს და რომელსაც ძალიან უყვარხარ. ბოლო წლებში ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ ძალიან მინდა, ვინმე მიყვარდეს. ეს არის ჩემთვის საოცნებო და ეს არის ჩემთვის ბედნიერება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველა ქალის დილა უნდა იწყებოდეს ასე...“ - შორენა ბეგაშვილი პარიზში მოგზაურობს

კარინა ლისენკო ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მარიამ სანოგოს დასვენება აჭარაში გრძელდება - ტელეწამყვანი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

წყარო: tbiliselebi.ge