Digest Logo

კარინა ლისენკო ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

1753521496
რატი გაჩეჩილაძე

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეს, მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძეს და მის მეუღლეს კარინა ლისენკოს წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს, მათ ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, რომელიც ოჯახს უკავშირდება. ისინი გოგოს მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ.  

აღსანიშნავია, რომ ეს წყვილისთვის პირველი შვილია  - ახალშობილს ემილია დაარქვეს. 

ახლახან კარინამ სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

„პირადში ყველაფერი კარგად არის. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. ის უკვე ერთი წელია, ჩემი ცოლი გახდა. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება“,- ამბობდა რატი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ:

მარიამ სანოგოს დასვენება აჭარაში გრძელდება - ტელეწამყვანი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„ცხოვრებაში რა ქარტეხილი არ გამომივლია, ძალიან რთული პერიოდებიც მქონია, თუმცა ოჯახის წევრები ვერ გაიხსენებენ ჩემს დეპრესიულ პერიოდს“ - სოფო მეძმარიაშვილი

🎥 „2003 წელი, 3 ოქტომბერი, პირველი გაფანტვა“ - ლელა წურწუმია არქივიდან ჩანაწერს გვიზიარებს