მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა საკუთარ დაზე, ქვეყნის პირველ ლედი თამარ (თაუ) ბაგრატიონზე ვრცლად კოტე მათითაშვილის პოდკასტში „კოტკასტი“ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ლედის სტატუსი მისი დისთვის სრულიად მოულოდნელი ამპლუა აღმოჩნდა, თუმცა ამ დიდმა პასუხისმგებლობამ იგი ვერ შეცვალა და ის კვლავ ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას.
მომღერალი აღნიშნავს, რომ თაუ ბაგრატიონი ყოველთვის შორს იყო გაპრანჭვისა და საზოგადოებრივი სტატუსებისგან და ვინმეს რომ ეკითხა, ამ პოზიციაზე თავადვე იტყოდა უარს.
„ის კვლავ იმ თაუ ბაგრატიონად რჩება, როგორიც 55 წლის განმავლობაში იყო და ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შეცვლა არ შეუძლია. თუ ადამიანი გაითვალისწინებ იმას, რომ სცენაზე დგომაც დროებითია და, მით უმეტეს, პირველი ლედობაც, მაშინ უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს არასდროს შეგრცხვეს, ეს არის ცხოვრების მთავარი პრინციპი“, - აღნიშნავს ლიზა ბაგრატიონი.
მომღერლის თქმით, დები ბავშვობიდანვე რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. ლიზა ბაგრატიონი იხსენებს, რომ თავად ყოველთვის პრანჭია იყო, მის დას კი ვიზუალურ მხარეზე მეტად თავისუფლება იზიდავდა:
„თაუსთან მიმართებით ერთადერთი რამ, რაზეც დავდევ, არის: „თვალი დაიხატე, პიჯაკი მოიცვი-მეთქი“. სადმე რომ მიდის, ყოველთვის ვულაგებ, რა და როგორ ჩაიცვას, მაგრამ მერე მაინც ისე იცვამს, როგორც თავად უნდა.



ლიზა ბაგრატიონმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა ოჯახურ ერთობასა და იმ სირთულეებს, რაც საჯარო სტატუსს თან სდევს. მისი თქმით, ნეგატიურ განცხადებებსა და ჭორებს ოჯახი მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულითა და სიძლიერით უმკლავდება.
„ჩვენი ოჯახი ის კერაა, სადაც ყოველი წუთი, წამი, ჩახუტება და მოფერება უმნიშვნელოვანესია. ზოგჯერ ისეთ რამეებს წერენ ან აკეთებენ, სულ ვფიქრობ, საერთოდ როგორ მოიფიქრეს-მეთქი. ჩვენ ამ ყველაფერს სიძლიერით ვუძლებთ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, სიყვარულისა და ერთგულების გარდა“, - აცხადებს მომღერალი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი: რომელი ნიშნებისთვის იქნება დღე განსაკუთრებით იღბლიანი
⭕ ჰოლივუდმა დევიდ ბეკჰემი დააფასა: ფეხბურთის ლეგენდას „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს