10 ნოემბერი დღე, როცა კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე.
ჩემო ძვირფასებო, დღეს ძალიან ძლიერი დღეა! გუშინ მორიელის ახალმთვარეობა იყო, ამიტომ შესაძლოა ემოციურად ჯერ კიდევ ცოტათი არასტაბილურად გრძნობდეთ თავს.
დღის ენერგიებია - 1 • 4 • 5 - და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ.
🏋️♀️ დილა აუცილებლად ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ. იხტუნეთან იცეკვეთ საყვარელი სიმღერების ფონზე. იდეალურ შემთხვევაში კი, დღეს სრულფასოვან ვარჯიშზე წადით და სხეული კარგად დატვირთეთ - სულ მცირე, 40–60 წუთით.
🧠 აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი ფიქრები. დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან მოულოდნელი გამოსავალი მოგივიდეთ იმ საკითხზე, რომელზეც დიდი ხანია წინ ვერ მიდიხართ.
⚡️ თუ იფიქრებთ: „არაფერი გამომივა“, თავადვე გაფლანგავთ დღის ენერგიას. ხოლო თუ იტყვით: „ყველაფერი ბედნიერებისა და წარმატებისთვის ხდება, ცხოვრება საუკეთესო გზით მიმიძღვის“, მოვლენებიც სასიკეთოდ დაიწყებს დალაგებას.
🚪 დღეს საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ აღმოჩნდეთ, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ. რეალიზაციის ენერგია 5 სწორედ იმას გთხოვთ, გააკეთოთ ის, რისთვისაც აქამდე გამბედაობა არ გყოფნიდათ.
🎙 თუ შესაძლებლობა გაქვთ, ხალხის წინაშე: მოყევით ამბავი, იმღერეთ, იხუმრეთ ან ცოდნა გაუზიარეთ სხვებს. მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოგისმინოთ.
☕️ თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, სხვა დავალება შეასრულეთ: ქუჩაში უცნობ ადამიანს მიუახლოვდით და ჰკითხეთ: „ყავაზე ხომ ვერ დამპატიჟებდით?“.
🤩 დიახ, შეიძლება მუხლები გიკანკალებდეთ. შეიძლება უარიც გითხრან. მაგრამ უცხოპლანეტელები არ მოგიტაცებენ, მიწა არ გაგისკდებათ და საშინელი არაფერი მოხდება.
💪 თუ უარს გეტყვიან, იმ ადამიანის თვალწინ სხვასთან მიდით და იგივე კითხვა დაუსვით. თქვენი მიზანია დაინახოთ, რომ უარი არ განგრევთ და თქვენზე არაფერს აკნინებს.
💰 სწორედ ასეთი ნაბიჯი კომფორტის ზონიდან დღეს წარმატების, ახალი შესაძლებლობებისა და ფინანსური სიუხვის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გოგრის შეძენისას მხოლოდ ფერს ნუ ენდობით“ - 7 რჩევა, რომელიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ
🎥 „ზამთრის ზღაპარი ბახმაროში“ - გივიკო დიდია დათოვლილი ბახმაროდან კადრებს გვიზიარებს