24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 19 წლის ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი მეუღლე 18 წლის ლიკა კუჭუხიძე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოდან გაწერეს.
ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს:
„უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვა-ვედრება და დღეს ლიკა გამოწერეს კლინიკიდან. საბედნიეროდ ლიკა გადარჩა. ის ახლა უკეთესად არის, სახლშია ამჟამად, მას გაუკეთდება ხერხემალზე დიდი ოპერაცია და დარწმუნებულები ვართ, რომ სრულად გამოჯანმრთელდება. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას. ლიკა სულ კითხულობს ბაჩოს, მან ჯერ არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. უთხრეს, რომ ისიც მკურნალობს. ჯერჯერობით არ შეიძლება მისი დატვირთვა ამ მძიმე ემოციებით.
ხერხემლის ოპერაცია რომ ჩაუტარდება და სახლში დაბრუნდება, ამის შემდეგ ეტყვიან ამ უმძიმეს ამბავს. ამ ეტაპზე, ოპერაციამდე ექიმმაც აუკრძალა ოჯახს, რომ ეს უთხრან, ნერვიულობა არ შეიძლება. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეები ჩვენს გვერდით იდგა, ლოცულობდა და ლიკას გამოჯანმრთელებას სთხოვდა უფალს. ხალხის ლოცვით გამოვიდა ყველაფერი, ხალხის ლოცვა შეისმინა უფალმა.
ამ ერთობლივმა ლოცვამ ფეხზე დააყენა ეს ულამაზესი გოგონა. ლოცვა გრძელდება მის სახელზე ისევ ჩვენს ტაძარში. ბაჩოს ამბავს ოპერაციის მერე ეტყვიან და ამ მწარე რეალობასთან მოუწევს შეგუება. ახლა ინტერნეტთან და ტელეფონთან წვდომა მას არ აქვს. ის დაზიანებები რაც ჰქონდა, შეუხორცდა ამ დღეების განმავლობაში. გული გვტკივა, რომ მათი საოცარი სიყვარული ასე ტრაგიკულად დასრულდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩვენს ტაძარში მოდიოდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ყველა შენატროდა ამ ლამაზს წყვილს.
ისეთი ლამაზები იყვნენ, სამწუხაროდ ახლა ეს მძიმე რეალობაა. იცით რომ ლიკა ფეხმძიმე იყო, სამწუხაროდ ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ძალიან გვტკივა, რომ ბაჩო ჩვენს გვერდით აღარ არის. საოცრად კარგი ბიჭი იყო. ყველას უყვარდა, უდიდესი სიყვარული დათესა და ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდა მისი სიცოცხლე, ძალიან გვტკივა ძალიან“, - ამბობს სტიქაროსანი საბა ზარქუა.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საუკეთესო პაემანი“ - თიკა ფაცაცია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
⭕დღეს, 14 ნოემბერს წმინდა მკურნალების კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა - ლოცვა მათ წინაშე საკითხავი
წყარო: www.ambebi.ge