
ბევრისთვის საყვარელი მსახიობის, მაკა შალიკაშვილის მიერ წაკითხულმა ლექსებმა წარმოუდგენელია, ემოცია არ გამოიწვიოს და ადამიანი არ ჩააფიქროს. ის ყოველთვის იქცევს ყურადღებას თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილით და მიაჩნია, რომ ესეც მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, როგორც მისი წაკითხული ლექსები.
როგორი იყო მაკა ბავშვობაში - ამ თემაზე გადაცემაში „სხვა რაკურსი“ მსახიობის დედამ ეთერ ხუციშვილმა ისაუბრა:
„მკაცრი დედა ვიყავი, ვაძლევდი შენიშვნებს, მაკა სულ ბირჟაზე იჯდა, ბიჭებს ეჩხუბებოდა, ჰქონდა სასწაული ჩაცმულობა.
ერთი დილაა, დგება და მიდის სკოლაში უცნაურად ჩაცმული, აცვია პაპამისის პალტო, მამამისის ქუდი და მეზობლის „ბათინკი“, გული თუ არ გამისკდებოდა“, - ამბობს ეთერ ხუციშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული და ლამაზი წყვილი“ - ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕კრისტი ყიფშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „სექსუალური და მიმზიდველი“