Digest Logo

🎥 „სულ მინდოდა ფერადკანიანი შვილები მყოლოდა...ტიკტოკზე მხოლოდ ქართველები მაბულინგებენ“ - ვინ არის ცნობილი „ტიკტოკერი“ მარიამ ლამაზი?

1712837601
მარიამ ლამაზი

მარიამ ლამაზი ტიკ-ტოკ პლატფორმის აქტიური მომხმარებელია და იგი თავის ყოველდღიურ ცხოვრებას მაიამიდან, საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.

ინფლუენსერს ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა, რის გამოც გადაწყვიტა ნათესავები და ოჯახის წევრები გაეხარებინა. სწორედ ამიტომ იგი საქართველოში ჩამოვიდა.

მარიამ ლამაზი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა.

„მარიამ ლამაზი ჩემი ფსევდონიმია. ზოგადად, როცა სოცქსელები შემოვიდა, მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი გვარი არსად გამოჩენილიყო. ჩემი მეუღლე არის ჰაიტელი ამერიკელი. არის ლამაზი დაკუნთული მაღალი სიმპათიური. მეხუთე კლასში როცა ვიყავი, რეპი მიყვარდა და მაშინ ვთქვი, რომ ჩემი ქმარი ფერადკანიანი იქნებოდა. ჩემმა მეუღლემ ერთხელ მომწერა  - როგორ ხარ ლამაზო. ამის შემდეგ ერთი თვე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. შემდეგ კი ვუთხარი, რომ ონლაინ მეგობარი არ მჭირდებოდა. მეორე დღესვე შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო პირველივე წამიდან და დანახვიდან სიყვარული.

მე ფილოსოფიურად ვუდგები ყოველთვის ყველაფერს. ბულინგი ადამიანის შინაგანი ბუნებრიობის გამომხატველია, ამიტომ ასეთ ადამიანებზე არ ვბრაზდები. ძირითადად მუცელზე მაკრიტიკებენ, ასევე მეუბნებიან რომ ლამაზი საერთოდ არ ვარ. უფრო მეტად ქართველები მაკრიტიკებენ“, - ჰყვება მარიამ ლამაზი.

.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გონზე არ ხართ იმ კანონში რა წერია, თქვენ რომ რუსულს ეძახით - დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები“ - ნინო კვაჭანტირაძე

⭕„ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა! შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!“ - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕აშშ-ში 28 წლის ბიჭს ეძებენ