ქობულეთში, ხიდიდან გადავარდნილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ცნობით, სხეულზე მოტეხილობები აღენიშნება და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.
„ექსკურსიაზე იყვნენ ველოსიპედებით და სურათის გადაღების დროს ვერ დაიმორჩილა საჭე და პატარა ხიდიდან გადავარდა. წელის მალები არის დაზიანებული და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარი არის დაზიანებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, გელა გორგილაძე.
ცნობისთვის, ტურისტი სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშის მახლობლად ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით