ზემო სვანეთში 20 წლის უცხოელ ტურისტს, მარია ხმელევას ეძებენ.
როგორც „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკარგული ქალის პოვნისა და სამაშველო ღონისძიებების მიზნით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მარია ხმელევა საქართველოში მარტო მოგზაურობს. მასთან დაკავშირება ახლობლებმა ბოლოს გუშინ, 31 აგვისტოს მესტიაში შეძლეს - იგი საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა.
20 წლის ხმელევა ნაქირავები ავტომობილით, Mazda CX-5-ით გადაადგილდებოდა. მანქანა 31 აგვისტოს საღამოს ჭალაათის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
დაკარგულის გარეგნული აღწერილობა: მარია ხმელევა არის 20 წლის, გამხდარი აღნაგობის, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. ბოლოს ეცვა მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.
შენიშვნა: დაკარგულის ფოტოს, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.