Digest Logo

თაკო ტაბატაძე შეყვარებულს დაშორდა?! - მორიგი სკანდალი მსახიობის ირგვლივ

1710409949
თაკო ტაბატაძე შეყვარებულს დაშორდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი და 4 შვილის დედა, მსახიობი თაკო ტაბატაძე, შეყვარებულს სპორტსმენ ნუგზარ სპანდერაშვილს დაშორდა.

წყვილის სოციალურ ქსელში გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, თაკო საჯაროდ ხშირად დებდა ფოტოებს რჩეულთან ერთად, თუმცა უკვე ნუგზართან ერთად გადაღებული არც ერთი ფოტო თუ „სთორი“ მის სოციალურ ქსელში არ იძებნება. როგორც ჩანს წყვილის ურთიერთობამ დროს ვერ გაუძლო და ისინი ნამდვილად დაშორდნენ, თუმცა ინფორმაციის გადამოწმება და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი ამის გასარკვევად „დაიჯესტი“ მსახიობს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პირადზე საუბარი არ სურს.

„ჩემი ცხოვრებაა და არ მინდა ამაზე საუბარი“, -  გვითხრა თაკო ტაბატაძემ.

„2 საოცარი წელი შენთან ერთად... ბედნიერებითა და თავგადასავლებით სავსე... და ბევრი კარგი რამ გველოდება გზაზე. შენ მე გამხადე ყველაზე ბედნიერი ქალი პლანეტაზე...

ძალიან მადლობელი ვარ... და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოცნებები ახდება...“ - წერდა მსახიობი სოციალურ ქსელში. 

თაკო და ნუგზარი გერმანიაშიც იმყოფებოდნენ დასასვენებლად. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე

 ⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ

 14 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?