14 მარტი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს? გთავაზობთ ინფორმაციას ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღებსა და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.
Georg Philipp Telemann - გეორგ ფილიპ ტელემანი
1681 წლის 14 მარტს დაიბადა გეორგ ფილიპ ტელემანი (Georg Philipp Telemann 1681-1767) - ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი, ორღანისტი და კაპელმეისტერი.
Johann Strauss - იოჰან შტრაუსი
1804 წლის 14 მარტს დაიბადა იოჰან შტრაუსი (უფროსი) (Johann Strauss 1804-1849) - ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი. შტრაუსების მუსიკალური დინასტიის ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)
Albert Einstein - ალბერტ აინშტაინი
1879 წლის 14 მარტს დაიბადა ალბერტ აინშტაინი (Albert Einstein 1879-1955) - ფიზიკოსი-თეორიტიკოსი, თანამედროვე თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1921), ფარდობითობის თეორიის ავტორი.
ვასილ ამაშუკელი
1886 წლის 14 მარტს დაიბადა ვასილ ამაშუკელი (1886-1977) - ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი. 1908 წელს ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ქართველი სცენის მოღვაწენი“, „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“ და სხვა, ხოლო 1912 წელს ფირზე აღბეჭდა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში (ასევე ეწოდა ამ ფილმს).
არნოლდ ჩიქობავა
1898 წლის 14 მარტს დაიბადა არნოლდ ჩიქობავა (1898 -1985) - ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე.
გიორგი გულია
1913 წლის 14 მარტს დაიბადა გიორგი გულია (1913-1989) - აფხაზი მწერალი და პოეტი. დიმიტრი გულიას შვილი.
Pan American Airways
1924 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში კომპანია Pan American Airways-ი ჩამოყალიბდა.
John Wain - ჯონ უეინი
1925 წლის 14 მარტს დაიბადა ჯონ უეინი (John Barrington Wain 1925-1994) - ინგლისელი პოეტი, პროზაიკოსი და კრიტიკოსი.
Frank Borman - ფრენკ ბორმანი
1928 წლის 14 მარტს დაიბადა ფრენკ ბორმანი (Frank Borman) - ამერიკელი ასტრონავტი, ინჟინერი, „Apollo 8“-ის ეკიპაჟის მეთაური, გახდა 24 ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელმაც დედამიწის თანამგზავრამდე მიაღწია.
Quincy Jones - კვინსი ჯონსი
1933 წლის 14 მარტს დაიბადა ქუინსი ჯონსი (Quincy Jones) - ამერიკელი კომპოზიტორი, მესაყვირე, არანჟირების ოსტატი და მუსიკალური პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)
Michael Caine - მაიკლ კეინი
1933 წლის 14 მარტს დაიბადა მაიკლ კეინი (Maurice Joseph Micklewhite) - ინგლისელი მსახიობი, ორი „ოსკარის“ მფლობელი. დაჯილდოვებულია ორდენით „Most Excellent Order of the British Empire“. კეინი არის ერთ–ერთი იმ ორი მსახიობთაგან (მეორეა ჯეკ ნიკოლსონი), რომელიც 1960 წლიდან - 2000 წლამდე ყოველ ათწლეულში ნომირებული იყო პრემია „ოსკარზე“.
Wolfgang Petersen - ვოლფგანგ პეტერსენი
1941 წლის 14 მარტს დაიბადა ვოლფგანგ პეტერსენი (Wolfgang Petersen 1941–2022) - გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.
Billy Crystal - ბილი კრისტალი
1947 წლის 14 მარტს დაიბადა ბილი კრისტალი (William Edward Crystal) - ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი. (იხილეთ ვიდეო)
Gianni Bella - ჯანი ბელა
1947 წლის 14 მარტს დაიბადა ჯანი ბელა (Gianni Bella) - იტალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ადრიანო ჩელენტანოსთვის (Adriano Celentano) შექმნილი მრავალი კომპოზიციის ავტორი.
Aamir Khan - ამირ ხანი
1965 წლის 14 მარტს დაიბადა ამირ კხანი (Mohammed Aamir Hussain Khan) - ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი და ტელეწამყვანი.
Nicolas Anelka - ნიკოლას ანელკა
1979 წლის 14 მარტს დაიბადა ნიკოლა ანელკა (Nicolas Sébastien Anelka) - ფრანგი ფეხბურთელი.
Jamie Bell - ჯეიმი ბელი
1986 წლის 14 მარტს დაიბადა ჯეიმი ბელი (Andrew James Matfin Bell) - ინგლისელი მსახიობი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: