Digest Logo

თამარ ზაალიშვილი - ჟურნალისტები სახლში გვივარდებიან, გია კობახიძეს მდგომარეობიდან რომ გამოიყვან, ეს უნდა შეგეძლოს

1659020720
„ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედ-მამა გია კობახიძე და თამარ ზაალიშვილი

„ფორმულას“ ჟურნალისტები სახლში გვივარდებიან და არ გვაძლევენ მოსვენების საშუალებას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედა თამარ ზაალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჟურნალისტები მის ოჯახს აწუხებენ და მათ მოსვენების საშუალებას არ აძლევენ:

„მდგომარეობიდან რომ გამოიყვან, ეს უნდა შეგეძლოს! 12 საათიდან ფორმულას ჟურნალისტები სახლში გვივარდებიან და არ გვაძლევენ მოსვენების საშუალებას! საკმარისია!“ - წერს თამარ ზაალიშვილი ფეისბუკზე.