Digest Logo

„თანასოფლელები არიან, მაგრამ ეშმაკი ჰყავთ ჩასახლებულები...“ - რას ამბობს ქობულეთელ „რეიკზე“ პარაფსიქოლოგი ლია ხუციშვილი

1727196296
პარაფსიქოლოგი

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა უცნაური ამბავი, რამაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ქობულეთელებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. სოფლებში, ლეღვასა და ქაქუთში რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ღამღამობით და არა მარტო, ადგილობრივების სახლებსა და ეზოებს უცნობი, დაუდგენელი, ნიღბიანი სტუმრობს.

მოსახლეობა ფსიქოლოგიურ ტერორს განიცდის. საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.

„ერთი კვირაა არ გვძინებია, მეშინია. ბავშვს ვეუბნები, ნუ გეშინია -მეთქი, მაგრამ მეც რომ მეშინია რა გავაკეთო?“, - ამბობდა ერთ-ერთი ადგილობრივი. 

აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ პარაფსიქოლოგმა ლია ხუციშვილმა ისაუბრა.

„იმდენი ადამიანი მირეკავს ამ რეიკზე, თუმცა „ნუ გეშინია“ - ამის თქმა ძნელია. ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები. არანაირად არ არიან საშიშები. შინაგანად ასეთ ადამიანებს, ეშმაკი ჰყავთ ჩასახლებულები. ერთ მხარზე ანგელოზი გვყავს, მეორეზე ეშმაკი, თუმცა მათ ორივე მხარზე ეშმაკები ჰყავთ. თქვენ არ იცით, ღამე სასაფლაოებზე რა ხდება. ისეთ რიტუალებს აკეთებენ, გული გაგისკდებათ. მანათობელი თვალები და ა.შ. ასეთი ადამიანების დამახასიათებელია. ისინი ეშმაკით არიან შეპყრობილები. ახლობლები არიან, ბოროტი ადამიანები, იმავე სოფლელები, არავის არ შეგეშინდეთ. ძილის წინ სანთელი დაანთეთ და მამა მიქაელს ევედრეთ ანგელოზი გამოგიგზავნოთ. არანაირი რეიკი არ არის“,- აცხადებს პარაფსიქოლოგი.