Digest Logo

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

1776516313
 ტატო გრიგალაშვილი

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იყო.

აღნიშნული ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ტატო გრიგალაშვილისთვის მეექვსეა. 2020, 2022 და 2024 წლებში ის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2023 და 2025 წლებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი კი, 16:00 საათზე დაიწყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხორცისა და სისხლისგან ნაშობი კი არ არის, უბრალოდ, არამედ ღმერთისგან ნაშობია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

⭕ ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველო ხუთი ძიუდოისტით წარდგება