Digest Logo

„თავი მილიონერი მეგონა, თან არ მიყვარდა ამ ფულის დახარჯვა“ - რაში უხდიდნენ 11 წლის ციაკო ფიფიას ხელფასს

8 მარტი 7:17
ციაკო ფიფიაციაკო ფიფია

არ მეგულება ადამიანი, ვინც ციაკო ფიფიას მორგებულ და შესრულებულ სახალისო როლებზე არ ხალისობს. ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ ბევრს შრომობს, ცდილობს, ყველა საქმე მაღალ დონეზე გააკეთოს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს სითბო და სიყვარული არ მოაკლოს და ქუჩაში უცხო ადამიანების ღიმილს გულწრფელი ღიმილითვე უპასუხოს. როგორც თავად ამბობს, ეს წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა მოახერხა და საყვარელი ადამიანის გვერდით დასვენება მოასწრო. 

ციაკო ფიფია: ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებულად დაიწყო და იმედია, ასე გაგრძელდება. ზოგადად, არ მიყვარს ზამთარი და სიცივე, ვგიჟდები ზაფხულზე და სითბოზე. ჰოდა, წინა წლის ზაფხულშივე დავგეგმე, იანვრის თვეში ისეთ ადგილას წასვლა, სადაც მზე და ცხელი ამინდები დამხვდებოდა. შარშან დუბაიში ვიყავი და წელს ეგვიპტეზე, კერძოდ, შარმ-ელ-შეიხზე გავაკეთე არჩევანი.

– რა იყო შენი პირველი სამსახური და თუ გახსოვს პირველი ხელფასი რამდენი გქონდა?

– ჩემი პირველი ხელფასი საკმაოდ პატარა ასაკში ავიღე, 11 წლის ვიყავი. მეზობლის შვიდი წლის ორ ბავშვს ვამზადებდი და ვეხმარებოდი ინგლისური ენის სწავლაში. ჩემი პირველი ხელფასი იყო 30 ლარი და თავი მილიონერი მეგონა, თან, არ მიყვარდა ამ ფულის დახარჯვა (იცინის). თუმცა, ვცდილობდი, ოჯახის წევრებისთვის პატარ-პატარა საჩუქრები გამეკეთებინა. ძალიან კარგად მახსოვს, პირველი ხელფასით მამას და ბაბუას ვუყიდე წინდები, დედაჩემსა და ბებიაჩემს – სარკეები, ჩემს დას კი – შოკოლადები.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მინდოდა ჩემი სხეულის ნაწილებისა და ქალურობის გამოკვეთა“ - როგორ დაიკლო მალიბუ ტუღუშმა ზედმეტი კილოგრამები

ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - მომღერალი მილანში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში