Digest Logo

🎥 „თავიდან, ერთადერთი ვისაც ვიცნობდი ზურიკო დავითაშვილი იყო“ - როგორ შექმნა Geo Team-ი, საბა საპანაძის გულახდილი ინტერვიუ

1752154011
საბა საპანაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „დიდი ქვიზი“ იმყოფებოდა, რომლის წამყვანი გიორგი კოკაიაა.

საბა საპანაძემ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა, სადაც საუბარია კარიერასა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე:

- როდის დაიწყე თავდაპირველად სპორტული სიახლეების განთავსება სოცქსელებში?

საბა საპანაძე: 2019 წლის იანვარში დავიწყე „ინსტაგრამზე“ სადღაც შვიდი თვე მხოლოდ „ინსტაგრამის“ გვერდი მქონდა. ჩემი საყვარელი პლატფორმა ისედაც „ინსტაგრამია“. სექტემბერში გავაკეთე „ფეისბუკი“. 2021 წლის აპრილიდან დავიწყე „იუთუბი“. იქამდე „ტიკტოკიც“ გავაკეთე, თუმცა ერთი წამით არ მიფიქრია კონტენტის შექმნაზე. პირადი სიამოვნებისთვის დავიწყე.

- ნაკრები ნაკლებად წარმატებული რომ ყოფილიყო ასეთ კონტენტს გააკეთებდი?

საბა საპანაძე: მე რომ დავიწყე აქტიურობა შენი აზრით ნაკრები მაშინ ნაკლებად წარმატებული იყო? 2020 წლის თებერვლიდან ივნისამდე გადავრჩი, ყველაფერი გაჩერდა. პოსტებს ვიგონებდი თან მაშინ „აჭარა პოსტში“ ვმუშაობდი ახლა „სეტანტა“ ჰქვია. მაგის ფული რაც მერიცხებოდა ვუყოფდი დიზაინერს, რომელსაც უნდა გაეკეთებინა პოსტები მაგალითად ასეთი - როგორ გამოეხმაურებოდა Geo Team-ი ნაკრების თამაშებს 10 წლის წინ რომ ყოფილიყო. ვიგონებდი რაღაცებს, რომ Geo Team-ი გადარჩენილიყო. არ ხდებოდა არაფერი. მეორე მომენტი იყო „აჭარადან“ რომ წამოვედი და მთლიანად Geo Team-ში ჩავერთე.

- გამომწერები როგორ ააგროვე?

საბა საპანაძე: როცა ვწერდი ფეხბურთელებზე, მათთან მაინც ვილინკებოდი. 4 წელი დამჭირდა „იუთუბიზე“ ასი ათასი გამომწერი რომ ამეგროვებინა. სანამ ამ თემას დავიწყებდი, ერთადერთი ვისაც ვიცნობდი იყო ზურიკო დავითაშვილი. ასევე ჩემი დეიდაშვილის ძმაკაცი არის კაკაბაძე.

- რჩევებს თუ აძლევ ფეხბურთელებს?

საბა საპანაძე: ძირითადად სოცმედიის მიმართულებით უკითხავთ. გიორგი მიქაუტაძეს ჰყავს სოცმედია მენეჯერი, დანარჩენი არ მახსენდება.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ასეთი მამიდა სანატრელია...“ - თიკა ფაცაცია ძმისშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს

⭕„ღმერთო, რა ლამაზია...“ - მარიამ სანოგოს ახალმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო

⭕„ჩემო სიყვარულო“ - ევა ბარბაქაძემ რჩეული გამოაჩინა