
მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ხშირად ანებივრებს.
7 ივლისს, „კავეა სითი მოლში“ თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა. სიმღერაზე სახელწოდებით „ბედნიერების მჯერა“ მომღერალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.
როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის.
არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.
ღონისძიების ამსახველი კადრები თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაავრცელა, სადაც ძმის შვილთან ერთად პოზირებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინა ფაცაცია თიკას ახალი სიმღერის კლიპში ჩანს და მამიდას პატარაობას ასახიერებს.
„ასეთი მული და მამიდა სანატრელია, საუკეთესო ხარ თიკა“,
„ჩემი ლამაზი გოგოშკები“,
„ძალიან რომ მომწონს ის გოგოა“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, რა ლამაზია...“ - მარიამ სანოგოს ახალმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო