აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ იასპარეზა, რომელთაგანაც ნახევარფინალში გასვლა გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) მოახერხეს.
შეჯიბრებაზე გამომსვლელი სპორტსმენებიდან პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) აქვთ მოპოვებული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕UFC-ის ქართველი ჩემპიონი არგენტინელი ლეგენდის მატჩს დაესწრო
⭕„ჩემი ტანსაცმელი იმდენ ადამიანს ეცვა, ტირილი მომინდა...“ - რას ჰყვება დემნა გვასალია