Digest Logo

🎥 „თავმდაბლობა საჭიროა, წარმატების ტკბობაში შევსულვარ და დავისაჯე კიდეც“ - მერაბ შარიქაძე

1782393977
მერაბ შარიქაძე

სპორტსმენი, მორაგბე მერაბ შარიქაძე, ნანკა გვარიშვილის პოდკასტს - „მარტოობის 15 წუთი“ სტუმრობდა, სადაც ცხოვრებისეულ სირთულეებსა და იმ გაკვეთილებზე ისაუბრა, რაც წარუმატებლობამ მოუტანა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რისთვის არსებობს ცხოვრებაში „დაცემა“, სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ეს სამყაროსგან გამოგზავნილი ერთგვარი გამოწვევაა ბალანსის აღსადგენად.

„ცხოვრების ბალანსის გასასწორებლად. ეს არის გამოწვევა ღმერთისგან, სამყაროსგან გამოგზავნილი, როგორ გაართმევ თავს. პრიმიტიული ფრაზაა, მაგრამ, აი, ფსკერს ფეხი უნდა დაარტყა, რომ ზევით წახვიდე. დაცემა მაგისთვისაა. ტკივილია... შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ რაღაც მუღამი არის ამაში. წარმატების ტკბობაში შევსულვარ და დავისაჯე კიდეც. ვინც შევიდა და არ გამოსულა - დაისჯებით! გამოასწორეთ, სანამ დროა. თავმდაბლობა საჭიროა. ზედაპირულად არ დამიკარგავს ეს თავმდაბლობა, მაგრამ შინაგანად -მკი. თუ არ დაეცი, ამას ვერ დააჯერებ საკუთარ თავს“, - აღნიშნა მერაბ შარიქაძემ.

ცნობისთვის, მერაბ შარიქაძე „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფიგურა და ლიდერია, რომელიც ბოლოს სკანდალშიც კი გაეხვა. 

დოპინგ-სკანდალის გამო, ქართულ რაგბიში 6 მორაგბესა და ნაკრების ყოფილ ექიმს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.

როგორც ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებაში იყო ნათქვამი, საქმე ეხება 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის წინ, „ორკესტრირებულ სქემაში“ მონაწილეობას, რაც მოიცავდა შარდის სინჯების ჩანაცვლებას, სპორტსმენების წინასწარ გაფრთხილებას მოსალოდნელი ტესტირებების შესახებ და „ბიოლოგიური პასპორტის“ მონაცემების მანიპულაციას დოპინგ-ტესტის პოზიტიური შედეგების ასაცილებლად.

გამოძიების მიხედვით, დარღვევები ასევე უკავშირდებოდა ე.წ. რეკრეაციულ ნარკოტიკებს.

გამოძიების შედეგად, ბრალდებულებს სასჯელები გამოუტანეს, მათ შორის მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.