თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. დაშავებული „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ კაცმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა. ტრანსგენდერი ქალი ტვინის შერყევით კლინიკაშია გადაყვანილი.
„ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი ორთაჭალის ავტოსადგომზე და თავში ჩამარტყეს აგურის ნატეხი. გაჩერებაზე გამიარა, გამომიარა… მიმართვები ტრანსფობიური იყო: შენ ვინ გაბლატავებს ამ ქვეყანაში, შენნაირების დედა, ჩარტყმის კი არა – სიკვდილის ღირსი ხარო.
დავეცი, ლამის გონება დავკარგე. შევწუხდი აგური რომ ჩამარტყა. ტვინის შერყევა მაქვს, ვწევარ ახლა. თავი ისეთ დღეში მაქვს, რომ ვერ ვაზროვნებ. გამომძიებელმა მითხრა, ადგილზე რომ დააკავეს, რომ არ არის ფსიქიკურად ნორმალურიო“, – ამბობს ნატა ტალიკიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო თბილისში მოკლული ახალგაზრდა კაცი - ახალი დეტალები
⭕სალომე შარვაძე იტალიაში მოგზაურობს - მსახიობი ფლორენციიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს