Digest Logo

ვინ იყო თბილისში მოკლული ახალგაზრდა კაცი - ახალი დეტალები

1729503085
 ტატო ფირცხალაიშვილი

თბილისში, ე.წ. მალაკნების მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. დაღუპულია 26 წლის  ტატო ფირცხალაიშვილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე სროლის ხმა მოჰყვა. 

„ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო. ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი. შურისძიების ნიადაგზე გააკეთა მსგავსი რაღაც. გავიგე, რომ ადრე დაუჭრია გარდაცვლილს ეს ბიჭი და ციხეში მჯდარა. შემდეგ ის ბიჭი თურმე ელოდებოდა ამისგან, რომ შურს იძიებდა და ამის გამო ბრონიჟილეტით დადიოდა, ელოდებოდა“, - უყვება თვითმხილველი „კურიერს“. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.