Digest Logo

🎥 თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

1790110199
ავარია რუსთავში

თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე, სოფელ ბირინცი ქოსალის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.