ცოლის მკვლელი კაცები და გულგრილი საზოგადოება – ვინ არის დამნაშავე საზარელ მკვლელობებში – ამ საკითხზე იმსჯელეს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მოწვეულმა სტუმრებმა.
ერთ-ერთი მათგანი იყო, მსახიობი და ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის დედა, რომელმაც თემაზე საუბრისას მისი შვილის ამბავიც გაიხსენა.
მოგეხსენებათ, ნინუცამ რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებას ამცნო, რომ მასზე ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქალი ორსულად იყო. თავად ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.
თამარ მაყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი სიძის აგრესიული ქმედებების შესახებ გვიან შეიტყვეს.
„ადამიანი, რომელიც იყო ლაღი და სიცოცხლის მოყვარული, აბსოლუტურად შეიცვალა და დაზომბირდა. მინდა გითხრათ, რომ მერე ვიცოდით და ჩვენი მხრიდან რამდენჯერმე მოხდა ჩარევა. წამოვიყვანეთ, მაგრამ ის უკან დაბრუნდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ძალით წამოვიყვანეთ,მაგრამ ნინუცა დაბრუნდა უკან. ეს იცოდა ყველამ, ჩვენ გავიარეთ საშინელი წლები..
იცით, რაშია საქმე, მოძალადე შეიძლება გამოსწორდეს თუ ის არ ზის, რაღაც საშინელ პრეპარატზე. დიახ, (ჩემს ოჯახში) ნარკოტიკით გამოწვეული ძალადობა იყო.. დაშინების ფაქტორი“, – აღნიშნა ნინუცას დედამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: