
ჯივიპი, 10 მაისს, კრწანისი რაიონში, გორგასლის ქ. N61-თან და სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3, III მ/რ, N319-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 მაისს 23:00 საათიდან 11 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
გორგასლის N 4-30 (ლუწებს) N 41-81 (კენტებს) (მათ შორის პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო); ორთაჭალის N 2-6 (ლუწებს); N 1-5 (კენტებს); გულუას N 10(შსს); გიორგი გურამიშვილის ქუჩებს.
ხოლო, სამგორის რაიონში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლის გამო, 10 მაისს 22:00 საათიდან 11 მაისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვარკეთილი 3, 3 მ/რ-ის N 304 - 319, სუხიშვილის N 12, 35, 45 ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.