გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ სტუმარი მეთოჯინე ბაჩო ცანავა იყო, რომელმაც თავის შემოქმედებაზე საჯაროდ ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, ყველა დამზადებული ნამუშევარი ძალიან ჰყავს შემქმნელს.
„ყოფილა შემთხვევა როცა მისაუბრია თოჯინასთან. ზოდიაქოთი ვარ კირჩხიბი და ჩემთვის მისტიკური რაღაცები ახლოსაა. ქუჩაში გასვლისას ვაკვირდები ადამიანებს და ვივსებ ემოციებს, რაც გადამაქვს თოჯინის შექმნის პროცესში“, - ამბობს ბაჩო ცანავა.