
2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საქართველოში უძრავი ქონების ფასების ინდექსის შესახებ (2024 წლის I კვარტალი).
ინფორმაციის მიხედვით, თბილისში ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში (კვ.მ 5 578 ლარი), ვაკეში (კვ.მ 4 886 ლარი) და საბურთალოზე (კვ.მ 3 837 ლარი) ღირს. ხოლო ყველაზე იაფად ბინების შეძენა გლდანში (კვ.მ 2 036 ლარი), სამგორში (კვ.მ 2 175 ლარი), ნაძალადევში (კვ.მ 2 259 ლარი).
საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების
ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.0 პროცენტი
შეადგინა.
„2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთია:
„აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს (offer price). მონაცემები მიიღება ვებგვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (web scraping) და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით“, - აცხადებენ „საქსტატში“.
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7
პროცენტი).
2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.
ხოლო 2020 წლის საშუალო ფასებთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონებისფასების ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის, ბინების ფასები 39.5%-ით, ხოლო კერძო სახლების 44.2%-ით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
🎥 როგორ ამოვიცნოთ ბულინგი პატარა ასაკშივე და როგორ გავუწიოთ მას წინაღმდეგობა?
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის მაისში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის