Digest Logo

თბილისის სხვადასხვა დასახლებაში ტექნიკური მარილი დაიყარა

1705996226
გზებზე მარილის დაყრა

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანაში.

კოჯრის დასახლებაში მარილის დაყრა ახლაც მიმდინარეობს.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

„თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ის, რასაც დღეს მე წარმოვადგენ, დედაჩემის შექმნილია“ - თიკა ფაცაციას ემოციური ინტერვიუ დედაზე

„ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ...“ - ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

🎥 რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ბავშვმა, რომ ჭარბი წონა და დიაბეტი არ განუვითარდეს - ნუტრიციოლოგის განმარტება