Digest Logo

„ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ...“ - ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

1705993719
სანდრო ხალვაში

ქობულეთში  18 წლის სანდრო ხალვაში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გლოვობს ჩემი ქობულეთი. გარდაიცვალა 18 წლის სანდრო ხალვაში, ოქროს ბიჭი.

შენთან რა უნდოდა სიკვდილს...

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ქეთევან ხალვაშს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს...

ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს, რომელმაც შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ სანდრო ჩვეულებრივად მოვიდა დედამიწაზე გაგვივსო გულები სიყვარულით და წავიდა ზეცაში და გადაინაცვლა მარადიულობაში...

რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....

ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ...

იმდენად ჩაჩუმებული იყო ქობულეთი (ხალა), რომ შეატყობდი რაღაც მომხდარაო, ახალგაზრდა სანდრო ხალვაში ანგელოზად გადაქცეულაო..

ყველას სახეზე ცრემლი, სიცივისგან აკანკალებული ტუჩები, თითოეული ადამიანის ცრემლი თითქოს უფრო გიღრმავებდა დარდს თუნდაც მწუხარებას.... 

როგორი თბილი იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..  დღეს მგლოვიარეა ჩემი ქობულეთი ხალა შავებით შეიმოსა....

ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი... მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო. იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია...

გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე“, - წერს შოთო სიხარულიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ბავშვმა, რომ ჭარბი წონა და დიაბეტი არ განუვითარდეს - ნუტრიციოლოგის განმარტება

🎥 „ძალიან კარგი იქნება საქართველოშიც თუ გაგვიხარდება ამ მასშტაბის წარმატება“ - რას წერს მანო მურღულიას დედა „ნიკოს ბენდის” შესახებ

საქართველოში ამინდი უარესდება - პროგნოზი