Digest Logo

„თბილისისა და იერუსალიმის ბედი ჰგავს ერთმანეთისას და ხშირად ხდებოდა ამ ქალაქების აოხრება“ - რას წერს ფეისბუკმომხმარებელი

1697013201
იერუსალიმიიერუსალიმი

„თბილისისა და იერუსალიმის ბედი ჰგავს ერთმანეთისას და ხშირად ხდებოდა ამ ქალაქების აოხრება“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელი ბესო ელიაძე წერს და ისტორიული წყაროებიდან ამის მაგალითები მოჰყავს.

„თბილისისა და იერუსალიმის ბედი ჰგავს ერთმანეთისას და ხშირად ხდებოდა ამ ქალაქების აოხრება.

570-580 წლებში თბილისს სპარსელები ფლობდნენ.

627 წელს თბილისს ალყა შემოარტყა ბიზანტიელი იმპერატორის ჰერაკლე კეისრისა და ხაზარების გაერთიანებულმა ლაშქარმა,მაგრამ ქალაქი ვერ აიღეს. ჰერაკლემ მიატოვა თბილისი და შუამდინარეთისკენ დაიძრა.
628 წელს ხაზარები კვლავ მოადგნენ თბილისს ჯიბღუ–ხაკანის მეთაურობით, აიღეს ქალაქი და სასტიკად ააოხრეს იგი.
735—737 წლებში — არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ) დაიპყრო.

ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება.

764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს.
853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა(წარმოშობით ხაზარი).
1037—1051 წლებში მეფე ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ვერ შეძლო და ლიპარიტ ბაღვაშთან დაპირისპირებაც მოუვიდა.
1068 წელს თბილისი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა.
1122 წელს თბილისი გაათავისუფლა დავით აღმაშენებელმა.
1226 წელს თბილისი დათმო რუსუდანმა და ქალაქი ჯალალედინმა ააოხრა.
XIII საუკუნის 40-იან წლებში მონღოლებმა აიღეს.
1386 წელს თბილისი აიღო თემურლენგმა. მან საქართველოში რვაჯერ ილაშქრა.
1444 წელს ქალაქი აიღო და დაარბია ჯაჰან-შაჰმა.

1477 წელს აყ-ყოინლუს(თეთრბატკნიანები) მმართველმა უზუნ ჰასანმა აიღო.
1522 წელს თბილისი სპარსელებმა ხელახლა აიღეს.
1541 წელს ქალაქი ააოხრა ირანის შაჰმა — თამაზ I-მა.
1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს.
1795 წელს თბილისი აიღო და დაარბია აღა მაჰმად ხანმა, როდესაც კრწანისის ბრძოლაში დიდი დანაკარგით გაიმარჯვა.
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიამ შეიერთა და თბილისი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა.
1918 წელს თბილისში გამოცხადდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.
1921 წელს ქალაქში საბჭოთა არმია შემოვიდა.
1991-1992 წლებში თბილისი უკანასკნელად განადგურდა სამოქალაქო ომის დროს.

იერუსალიმი სულ მცირე ორჯერ გაანადგურეს, 23-ჯერ ალყა შემოარტყეს, 44-ჯერ აიღეს და დაიბრუნეს და 52-ჯერ შეუტიეს.ძვ.წ.701 წელს ასურელებმა დაიპყრეს იერუსალიმი.

ძვ.წ.597 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ მეორემ.

ძვ.წ.589–587 წლებში ისევ ბაბილონელები შედიან.

ძვ.წ.63 წელს რომაელების მხედართმთავარი პომპეუს მაგნუსი იღებს ქალაქს.

ძვ.წ.37 წელს ჰასმონიელთა დინასტიას წაართვა ჰეროდე დიდმა.

ახ.წ.70 წელს ვესპასიანემ და ტიტემ მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი და იწყება ებრაელთა გაბნევა მსოფლიოში.

614 წელს სასანიანთა ირანი ართმევს ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლე პირველს.

636-637 წლებში არაბები წაართმევენ ბიზანტიას დედაქალაქს.

1099 წელს ჯვაროსნები აიღებენ იერუსალიმს და აარსებენ სამეფოს,რომელსაც ფრანკები მართავენ.

1187 წელს აიუბიდთა იმპერიის სულთანი სალადინი იღებს ქალაქს.

1244 წელს ეგვიპტელები და ხვარაზმელები ისევ ართმევენ იერუსალიმს ქრისტიანებს.

1516-1517 წლებში ოსმალეთის სულთანი სელიმ პირველი ამარცხებს მამლუქთა სასულთნოს და იპყრობს ქანაანს.

1834 წელს ეგვიპტის ეიალეთი ახშობს იქ მცხოვრებ არაბთა კლანების აჯანყებას.

1917 წელს ბრიტანეთის იმპერიის ჯარები ამარცხებენ ოსმალებსა და გერმანელებს,ამის შემდეგ დაიკავებენ იერუსალიმს.

1947-1948 წლებში იერუსალიმისთვის ბრძოლა გამარჯვებულს ვერ გამოსვლებს და ქალაქი ორად იყოფა(დასავლეთი რჩება ისრაელს, ხოლო აღმოსავლეთი იყო იორდანიის კონტროლქვეშ).

1967 წელს ხდება ექვსდღიანი ომი და ებრაელები იბრუნებენ იერუსალიმს ბოლომდე“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს...“ - ჩინარა კოჯაევას ისტორია, რომელიც იძულებით ქორწინებას გადაურჩა

🔵 „ისევ ქრისტიანულ მოუწევს ამ ლტოლვილების შეფარებაც“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე პალესტინელ ლტოლვილებზე

🔵 „აქამდე სულ ტანჯვაზე ვწერდი და მერე გადარჩენაზე გიყვებოდით, დღეს მოგიყვებით, თუ როგორ დავბრუნდი“ - გიორგი კეკელიძე